საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - „თსუ 107“

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2025 წლის 11-12 თებერვალს გამართავს თსუ-ს 107 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას _ „თსუ 107“.

კონფერენცია მუდმივმოქმედია და ეძღვნება თბილისის უნივერსიტეტის დაარსებას. 2025 წელს ჩატარდება მესამე კონფერენცია.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 20 იანვრამდე თეზისები უნდა გადმოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: javakhishvili_students@tsu.ge

 

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.

 

სამუშაო ენა: ქართული.

რეგლამენტი:

მოხსენება სექციის სხდომაზე – 15 წუთი;

მსჯელობა – 10 წუთი.

სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ სტუდენტთა კონფერენციაში „თსუ 107“.

თეზისების გაფორმების წესი:

ფონტი: Sylfaen
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი ( 250 სიტყვა)

საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი

თარიღი: 26/11/2024